როგორ შევაკეთოთ მანქანის გასაღები?
თუკი თქვენი ავტომობილის გასაღები აღარ მუშაობს, მისი გაუმართაობის რამდენიმე მიზეზი არსებობს
- ელემენტი დაჯდა
- წყლით დაზიანება - შემთხვევით გარეცხეთ სარეცხ მანქანაში
- მექანიკური დაზიანება - დაგივარდათ და გატეხილია კორპუსი / პლასტმასი
- პროგრამული დაზიანება
ავტომობილის გასაღები შეფერხებით მუშაობს
თუკი თქვენი ავტომობილის გასაღები შეფერხებით მუშაობს, ხან აღებს, ხან არ აღებს, არ ინთება პატარა წითელი ნათურა გასაღებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ გასაღების ელემენტი დაჯდა და გამოსაცვლელია.
ხშირ შემთხვევაში მანქანის ელემენტის გამოცვლას თავადაც შეძლებთ. უმეტესად ავტომობილის გასაღებს ჭირდება ბრტყელი ელემენტი 2032 ან 2025.

წყლით დაზიანება
თუ ავტომობილის გასაღები წყალში ჩაგივარდათ ან შემთხვევით სარეცხ მანქანაში გარეცხეთ, ამ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს გასაღების პლატა, პროცესორი ან მიკროსქემა, დაიწვას ელემენტი.
დასველებული ავტომობილის გასაღების გამოსწორების შანსი მცირეა, თუმცა ცდად ღირს. ავტომობილის გასაღები გაამშრალეთ, ამოიღეთ ელემენტი და დაშლილ მდგომარეობაში რამდენიმე 1-2 დღით ჩადეთ ბრინჯში. ბრინჯი ნესტს შეიწოვს, გასაღებს ააწყობთ და ცდით გამოყენებას.
თუ გასაღები გამოშრობის შემდეგაც არ ამუშავდა, დაუკავშირდით ავტომობილის გასაღების ხელოსანს. ის შეაფასებს დაზიანების დონეს, თუ შესაძლებელია შეაკეთებს გასაღებს, გამოუცვლის დაზიანებულ კომპონენტს ან დაგიმზადებთ ახალ გასაღებს
ავტომობილის გატეხილი გასაღები
თუ მანქანის გასაღები დაგივარდათ, ჩამოვარდა დიდი სიმაღლიდან, შემთხვევით დააბიჯეთ ან ბავშვმა თამაშისას გაგიტეხათ, დიდი შანსია გასაღების შეკეთება მოხერხდეს. ავტომობილის გასაღების გატეხილი კორპუსის შემთხვევაში მისი გამოცვლა დიდ თანხებთან არაა დაკავშირებული.
თუ ავტომობილის გასაღებს გატეხილი აქვს კორპუსი, მოტეხილი აქვს რკინის მექანიკური გასაღები ან აქვს სხვა მექანიკური დაზიანება, დაუკავშირდით ავტომობილის გასაღების ხელოსანს. ის შეაფასებს დაზიანების დონეს, თუ შესაძლებელია შეაკეთებს გასაღებს, გამოუცვლის დაზიანებულ კომპონენტს ან დაგიმზადებთ ახალ გასაღებს.
ავტომობილის გასაღების პროგრამული დაზიანება
რიგ შემთხვევებში შესაძლოა დაზიანდეს გასაღებში შენახული ინფორმაცია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ავტომობილის გასაღების პროგრამისტს. ის შეაფასებს დაზიანების დონეს, თუ შესაძლებელია თავიდან დააპროგრამირებს გასაღებს ან დაგიმზადებთ ახალ გასაღებს