რა უნდა გააკეთოთ თუ მანქანის გასაღები დაკარგეთ

მანქანის გასაღების დაკარგვა სტრესული ამბავია ნებისმიერი მძღოლისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მშვიდად და პრობლემის მოგვარების გზები ვიპოვოთ. თუ Სათადარიგო გასაღები არ გაქვთ, მაშინ მანქანის გარეშე რჩებით. თუ ფიქრობთ, რომ მანქანის გასაღები მოპარულია, აუცილებლად დაუკავშირდით პოლიციას და განაცხადეთ.

ვის შეიძლება მიმართოთ მანქანის ახალი გასაღების მისაღებად?

  • ავტომობილის პროგრამისტი / გასაღების ხელოსანი
  • სადაღზვევო კომპანია
  • ავტომობილის სადილერო კომპანია

ავტომობილის გასაღების ხელოსანი / პროგრამისტი

ყველაზე იაფი როგორც წესი, ჩამოთვლილთაგან ეს ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია. ის შეიარაღებულია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და სუფთა სათადარიგო გასაღებებით ნებისმიერი მარკის და მოდელის ავტომობილისთვის, შესაბამისად არ უწევს თანხის განაწილება შუამავლებისთვის (სადილეროები, მსხვილი ავტო-ცენტრები)

ყველაზე სწრაფი ავტომობილის პროგრამისტს შეუძლია ადგილზე მომსახურება და შესაბამისად გასაღებსაც ძალიან სწრაფად დაგიმზადებთ. მომსახურე ავტომობილში მას მომარაგებული აქვს ყველა საჭირო ხელსაწყო და ადგილზე შეუძლია შეცვალოს გასაღები თითქმის ყველა მარკის და მოდელის ავტომობილისთვის.

ავტომობილის გასაღების ხელოსანი ასევე დაგეხმარებათ

ავტომობილის გასაღების ხელოსანი / პროგრამისტი მხოლოდ გასაღებს არ ამზადებს, ის ასევე დაგეხმარებათ თუ მანქანის კარი ჩაგეკეტათ და არამარტო:

  • დაკარგული გასაღების გამოცვლა - თუ არ გაქვთ ორიგინალი გასაღები
  • გასაღების გაჩარხვა და კოპირება - სათადარიგო გასაღების დამზადება
  • ავტომობილის დისტანციური პულტის პროგრამირება
  • ავტომობილის ჩაკეტილი კარის გაღება
  • ავტომობილის დაზიანებული გასაღების შეკეთება
  • ავტომობილის დაზიანებული დისტანციური პულტის შეკეთება

სადაღზვევო კომპანია

თუ თქვენი ავტომობილი დაზღვეულია, მიმართეთ სადაზღვევო კომპანიას. დაზღვევის ყველა პაკეტი არ ანაზღაურებს დაკარგულ გასაღებს, ასეთი პაკეტები შედარებით ძვირი ჯდება. ანაზღაურების შემთხვევაში არაფერს იხდით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვარიანტი არც ისე იაფია და ამასთან ნელიც - გასაღების მიღებამდე ბიუროკრატიული პროცესების გავლა მოგიწევთ.

ავტომობილის სადილერო კომპანია

ზოგიერთი ახალი ავტომობილისთვის გასაღების დამზადება მხოლოდ სადილერო კომპანიას შეუძლია. თუმცა ჩამოთვლილთაგან ეს ყველაზე ძვირი და ნელი ვარიანტია. სადილერო კომპანია შეკვეთას აკეთებს საზღვარგარეთ - ქარხანაში ან ოფიციალურ სერვის ცენტრებში, რაც დროსთან და თანხებთანაა დაკავშირებული. გასაღების მოლოდინის დრო 2-3 თვემდე იწელება.